ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
გაზარდეთ გაყიდვები და გააუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი უკონტაქტო ტექნოლოგიით აღჭურვილ გადახდის POS ტერმინალით, რომელიც სრულად ერგება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.
მოიზიდეთ ახალი მომხმარებლები და გააუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი უკონტაქტო ტექნოლოგიით აღჭურვილი გადახდის POS ტერმინალით, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გადახდები როგორც საერთაშორის სისტემების Visa, MasterCard, UnionPay, ასევე ლოკალური ბარათებით.
ლიბერთის POS ტერმინალით თქვენ შეგიძლიათ:
ლიბერთი ბანკის POS ტერმინალით გადახდების მიღებისას ისარგებლებთ შეღავათიანი ტარიფით ლიბერთი ბანკის, პარტნიონი ბანკების და პარტნიორი საგადასახადო პროვაიდერების მიერ გამოშვებული ბარათებით ანგარიშსწორებისას. ტერმინალის ინსტალაცია, მომსახურება და სავაჭრო მომსახურების ობიექტის პერსონალის ტრენინგი უფასოა.
თქვენ შეგიძლიათ დააინტეგრიროთ ტერმინალი სალარო პროგრამასთან და შეამციროთ კლიენტის მომსახურების დრო, ასევე მოახდინოთ ინფორმაციის ავტომატური ასახვა თქვენს სისტემაში.
თუ გსურთ თქვენს ობიექტზე ლიბერთის POS ტერმინალის განთავსება, შეავსეთ განაცხადი
ან დაგვიკავშირდით: 0322 55 55 00
პარტნიორი ბანკები:
თუ ჯერ არ გაქვთ ლიბერთიში ბიზნეს ანგარიში, გთავაზობთ რეგისტრაციის სერვისს, რომლის საშუალებითაც დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე შეგიძლიათ გახსნათ თქვენი კომპანიის ბიზნეს ანგარიში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - libertybusiness.ge. ბიზნეს ანგარიშის გახსნისას, თქვენ ავტომატურად გაგიაქტიურდებათ ინტერნეტ ბანკი და საჩუქრად მიიღებთ ბიზნეს ბარათს. ასევე, შეგიძლიათ გაიაქტიუროთ სმს ბანკის სერვისიც.