ENG
დოკუმენტური აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივი სავაჭრო ან სხვა ტიპის კომერციული გარიგებების დადებისას ანგარიშსწორების ყველაზე დაზღვეული და ურისკო ფორმაა

დოკუმენტური აკრედიტივის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედმიწევნით შესრულდება ამავე აკრედიტივით გათვალისწინებული ყველა პირობა. სს „ლიბერთი ბანკი“ გთავაზობთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერაშორისო დოკუმენტურ აკრედიტივს.

უპირატესობები მყიდველისთვის / იმპორტიორისთვის:

  • თანხის გადახდა გამყიდველისთვის (თქვენი პარტნიორი) მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამყიდველი დოკუმენტებით დაადასტურებს აკრედიტივის პირობების შესრულებას;
  • პროდუქციის მოწოდების/სამუშაოების შესრულების ვადის კონტროლი;
  • ზოგიერთ შემთხვევაში მოწოდებული პროდუქციის/შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ბანკისგან მოკლე ან გრძელვადიანი დაფინანსების უკეთესი პირობების მიღების შესაძლებლობა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში გადახდის გადავადების მიღების შესაძლებლობა.


უპირატესობები გამყიდველისთვის / ექსპორტიორისთვის

  • ბანკის მიერ თანხის გარანტირებული გადახდა გამყიდველისთვის (თქვენ) საქონლის მიწოდების და/ან სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი და დოკუმენტური აკრედიტივით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდენის შემდეგ;
  • გამყიდველის მიერ (თქვენ) წინასწარი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა პროდუქციის მიწოდებისთანავე და/ან სამუშაოების შესრულებისთანავე (დოკუმენტური აკრედიტივის დისკონტი).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: documentary.sales@lb.ge