ENG
საბანკო გარანტია

საბანკო გარანტია საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ ტენდერებსა და აუქციონებში, დაამყაროთ ურთიერთობა ახალ პარტნიორებთან (როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მასშტაბით), გააფორმოთ ახალი ხელშეკრულებები და შესაბამისად გაზარდოთ თქვენი ბიზნესის მოცულობა.

გლობალურად საბანკო გარანტია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერკეტია კომერციულ გარიგებებთან ასოცირებული რისკების დაზღვევისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიცარის (თქვენი პარტნიორი) წინაშე პრინციპალის (თქვენ) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

სს „ლიბერთი ბანკი“  გთავაზობთ როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო საბანკო გარანტიებს. საბანკო გარანტიის გავრცელებული ფორმებია:

  • სატენდერო გარანტია - გამოიყენება ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით და უზრუნველყოფს პრეტენდენტის (თქვენ) მიერ ტენდერის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
  • აუქციონის გარანტია - გამოიყენება აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით და უზრუნველყოფს პრეტენდენტის (თქვენ) მიერ აუქციონის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია - გამოიყენება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და უზრუნველყოფს მიმწოდებლის (თქვენ) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულებას.
  • საავანსო გარანტია - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საშუალებაა და გამოიყენება მიმწოდებლის (თქვენ) მიერ თანხის ავანსად მიღებისათვის და უზრუნველყოფს მიმწოდებლის (თქვენ) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
  • დეფექტებზე პასუხისმგებლობის/ხარისხის გარანტია - გამოიყენება საქონლის მიწოდების ან სამუშაოების შერულების შემდგომ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში მიმწოდებლის (თქვენ) მიერ  ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
  • საბაჟო / საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტია - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საშუალებაა, რომელიც იმპორტიორს (თქვენ) საშუალებას აძლევს გადაავადოს ან არ გადაიხადოს საბაჟო გადასახადები (თუ ტვირთი განკუთვნილია მომავალში ექსპორტისთვის). იგი გამოიყენება იმპრტირებული ტვირთის სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში განბაჟებისთვის, როგორიცაა: რეექსპორტი, დროებითი შემოტანა,  გადამუშავების რეჟიმი და საბაჟო საწყობი.
  • გადახდის გარანტია - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საშუალებაა და გამოიყენება მყიდველის (თქვენ) მიერ შეძენილი საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების საფასურის გადახდის გადავადებისთვის.
  • კრედიტის/სესხის უზრუნველყოფის გარანტია - გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სესხის უზრუნველსაყოფად და უზრუნველყობს მსესხებლის (თქვენ) მიერ სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: documentary.sales@lb.ge