ENG
ფაქტორინგი

სს „ლიბერთი ბანკი“ გთავაზობთ ფაქტორინგს, რომელიც ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი პროდუქტია

ფაქტორინგი საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საუკეთესო საშუალებაა და გულისხმობს ბანკის მიერ გამყიდველის (კრედიტორის) ბალანსზე არსებული დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის) შეძენას. ფაქტორინგის დროს, როგორც წესი, ბანკი არ ითხოვს ხოლმე დამატებით უზრუნველყოფას.

უპირატესობები გამყიდველისთვის (კრედიტორი):

  • დებიტორული დავალიანების განაღდება და ლიკვიდობის ხარისხის გაუმჯობესება;
  • ბანკის მიერ გამყიდველის დებიტორული დავალიანების დროული ინკასირება;
  • ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვა და ბიზნესის მოცულობის გაზრდა.


უპირატესობები მყიდველისთვის (დებიტორი):

  • მიღებული პროდუქციის და/ან მომსახურების საფასურის გადახდის გადავადება;
  • ლიკვიდობის ხარისხის გაუმჯობესება გადახდის გადავადების ხარჯზე;
  • მომწოდებლის ლიკვიდობის ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, პროდუქციის და/ან მომსახურების სტაბილური მოწოდების უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: factoring.sales@lb.ge