ENG
Apple Pay

გადაიხადე Apple Pay-ს საშუალებით სწრაფად და უსაფრთხოდ ლიბერთის ბარათით

Apple Pay

გადაიხადე Apple Pay-ს საშუალებით სწრაფად და უსაფრთხოდ ლიბერთის ბარათით.
გამოიყენე Apple Pay და ისარგებლე ლიბერთი ბარათის ყველა უპირატესობით. ეს არის გადახდის მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გზა.

ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული რომელი ბარათების დამატება შემიძლია Apple Pay-ში?

თქვენ შეგიძლიათ Apple Pay-ში დაამატოთ ლიბერთი ბანკის მიერ ემიტირებული ყველა ტიპის Visa და MasterCard ბარათი გარდა მაესტრო და ბიზნეს ბარათებისა.

Apple Pay-ს ფუნქციონალი არ არის ხელმისაწვდომი UnionPay და ლოკალური ბარათებისათვის.

როგორ დავაყენო ლიბერთი ბანკის ბარათი Default ბარათად Apple Pay-ში?

საფულეში პირველად დამატებული ბარათი ავტომატურად გამოიყენება Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას.

იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი Default ბარათი, შედით მენიუში Settings, აირჩიეთ Wallet & Apple Pay და  დააჭირეთ Default Card-ს. აირჩიეთ თქვენი ლიბერთი ბანკის ბარათი და დააყენეთ Default ბარათად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ბარათი საფულეში და გადაიტანოთ ის პირველ ადგილზე. გამოიყენეთ "OK" ღილაკი დასადასტურებლად.  

რამდენად უსაფრთხოა Apple Pay?

Apple Pay გადახდის უსაფრთხო მეთოდია. Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ბარათის ნომრის ნაცვლად გამოიყენება უნიკლაური ციფრული ბარათის ნომერი, რომელიც იქმნება, იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება მოწყობილობის Secure Element-ში ბარათის დამატებისას.

გადახდისას გამოიყენება ციფრული ბარათის ნომერი და ტრანზაქციის შესაბამისად დაგენერირებული დინამიური უსაფრთხოების კოდი, შესაბამისად თქვენი ბარათის ნომერი არ გადაეცემა მომსახურე ობიექტს ან საგადახდო სისტემას Apple-ის მიერ.

იმისათვის რომ დაიცვათ თქვენი ბარათის უსაფრთხოება

  • არ დააყენოთ Passcode, რომელიც შეიძლება ადვილად გამოიცნოს ვინმემ, ასევე არ გაანდოთ ის სხვას
  • დარწმუნდით რომ თქვენს მოწყობილობაზე არ ინახება სხვა პირის თითის ანაბეჭდი ან Face ID.

Apple Pay-ს გამოყენება უფასოა?

ლიბერთი ბანკის მიერ არ არის დაწესებული დამატებითი საკომისიო Apple Pay-ს გამოყენებისას.

როგორ მოვიქცე თუ დავკარგე ჩემი Apple-ის მოწყობილობა რომელზეც დამატებულია ჩემი ბარათი Apple Pay-ში?

თუ თქვენ დაკარგეთ ან მოგპარეს მოწყობილობა, რომელზეც გააქტიურებული გქონდათ Apple Pay, შედით icloud.com/find ან Find My iPhone აპლიკაციაში რომ დაბლოკოთ ან წაშალოთ თქვენი ლიბერთი ბანკის ბარათი მოწყობილობიდან. ბარათი დაიბლოკება/წაიშლება მაშინაც კი თუ თქვენი მოწყობილობა გათიშულია ან არ არის დაკავშირებული მობილურ ინტერნეტთან ან Wi-Fi ქსელთან.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშიდეთ თქვენი ბარათის დასაბლოკად ან წასაშლელად Apple Pay-დან.

რა ხდება თუ ვცვლი ან ვანახლებ მოწყობილობას?

თუ თქვენ იცვლით ან ანახლებთ მოწყობილობას, თქვენ დაგჭირდებათ თავიდან დაამატოთ ბარათი Wallet-ში.

გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ბარათ(ებ)ი წაშლილია მოწყობილობიდან გაყიდვისას, გაცვლისას  ან მესამე პირზე გადაცემისას, მაგალითად შეკეთებისთვის.

თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ბარათი ნებისმიერ დრო. ამისათვის გადადით მენიუში Settings > Wallet & Apple Pay, აირჩიეთ ბარათი რომლის წაშლაც გსურთ და დააჭირეთ Remove Card ღილაკს.