ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2022 წლის ივნისში დაინიშნა.
2020 წლის ნოემბრიდან, ბექა გოგიჩაიშვილი იყო სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ბექა გოგიჩაიშვილის გამოცდილება ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით უკვე 10 წელზე მეტს ითვლის.
2017 წელს, ბექა გოგიჩაიშვილი “Hunnewell Partners Georgia”-ს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა კომპანიის მიერ გაკეთებული ინვესტიციების მენეჯმენტს სს ‘ლიბერთი ბანკში’ და ასევე, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებში.
2015-2017 წლებში ბექა გოგიჩაიშვილი აქტიურად იყო ჩართული “საპარტნიორო ფონდში“ მსხვილი პროექტების რისკების შეფასებისა და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.
2009-2014 წლებში ბექას ეკავა ფინანსური ანალიტიკის გუნდის ლიდერის პოზიციები Universal Card Corporation-სა და თიბისი ბანკში.
ბექა გოგიჩაიშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსების მენეჯმენტში (University of Sussex, დიდი ბრიტანეთი).
თორნიკე ბენიძე ლიბერთის 2017 წლის აგვისტოში შემოუერთდა ციფრული ბანკინგის განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2020 წლის ივლისიდან კი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პოზიცია დაიკავა.
ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.
გიორგი გვაზავა ლიბერთის 2022 წლის ივნისში შემოუერთდა რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.
ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.