ENG

დავით ცაავა

გენერალური დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2026 დანიშვნის თარიღი

დავით ცაავას გამოცდილება საბანკო და ფინანსური მიმართულებით 20 წელზე მეტს ითვლის. მან საბანკო კარიერა 2004 წელს საკრედიტო ექსპერტის პოზიციით დაიწყო.
 
2010 წელს დავით ცაავა დაინიშნა „ბაზისბანკის” გენერალური დირექტორის პოსტზე. მისი ხელმძღვანელობით ბანკმა, კორპორატიული მიმართულებით მე-11 ადგილიდან ქვეყნის მე-3 უმსხვილესი ბანკის პოზიციაზე გადაინაცვლა.
 
2015-2018 წლებში დავით ცაავა იყო სს „ბაზისბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 
 
ამჟამად ის ასევე არის შვილობილი კომპანიების -  ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
 
დავით ცაავა არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

სხვა პროფილები

თორნიკე ბენიძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

თორნიკე ბენიძე ლიბერთის 2017 წლის აგვისტოში შემოუერთდა ციფრული ბანკინგის განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2020 წლის ივლისიდან კი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ნინო ჩადუნელი

საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

ნინო ჩადუნელი ლიბერთის 2025 წლის თებერვლიდან, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე შემოუერთდა.

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

გიორგი გვაზავა

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი

გიორგი გვაზავა ლიბერთის 2022 წლის ივნისში შემოუერთდა რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.