ENG
შეღავათიანი აგრო კრედიტი

პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან ხორციელდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ.
პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.
შეღავათიანი აგრო კრედიტი: 

  • სესხი გაიცემა როგორც არსებული საწარმოს გაფართოებისთვის, ისე ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისთვის 
  • სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით
  • კლიენტზე მორგებული გადახდის გრაფიკი 

 

სესხის მაქსიმალური თანხა 5.000.000
სესხის ვალუტა ლარი
დანიშნულება ძირითადი საშუალებები

 

დეტალური ინფორმაციისთვის: http://arda.gov.ge/projects/read/agro_credit/5:parent