ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში
ლიბერთი ბანკის მუდმივმოქმედი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის მარტში მემორანდუმი გაფორმდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი მიუსაფარ ბავშვთა სახლის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმა უზრუნველჰყო.
გაზაფხულზე ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით საგურამოში, შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. 11 აპრილს ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ბანკი ონლაინ განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. მოხდა 700-მდე დაუცველი ოჯახის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა.
2014 წლიდან მოქმედებს სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერის პროგრამა, რომელმაც ფონდის ანგარიშზე ჯამში 600,000 ლარზე მეტი გადარიცხა.
სრული ანგარიში: სამოქალაქო პასუხისგებლობის CSR ანგარიშის ინფოგრაფიკი