ENG
შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა
ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება ლიბერთი განათლებისთვის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადდნენ ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება „ლიბერთი“ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია ,,ლიბერთი განათლებისთვის“ - ბანკი ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას აგრძელებს ლიბერთი სოციალური საწარმო ,,ჩუ“-ს მხარდამჭერია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო MY DOC - მოძრავი კლინიკა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მზიურმცოდნე ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის CSR საბჭო UN Women ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი შშმ პირების მისაწვდომობის პროექტი დახმარება უკრაინას ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ მხარდაჭერა ჩართე შეხვედრები ახლებურად UNFPA 60+ კლუბები ცეკვის საღამოები ლიბერთისგან იმოძრავე ლიბერთისთან ერთად რესტარტი 60+ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი ჭადრაკის ჩემპიონატი 60+ თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+ „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ რთველი ლიბერთის და ნიკორას საჩუქარი ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე ახალი წელი ყველასია! 2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში დესპანები ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით! სოლიდარობის ფონდი First Step Georgia ქაღალდის გადამუშავება სისხლის უანგაროდ დონაცია #13ივნისი ფილმი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე ახმეტის ბავშვთა სახლი საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" თბილისობა 2015
შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა

სკოლა-ბიზნესის ფორუმი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით.

სკოლა-ბიზნესის ფორუმი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით.

ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ.

"ლიბერთიმ" სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ორი პროექტი შეარჩია და დააფინანსა. სსიპ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი „შეიყვარე წიგნი“ მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლების პროექტი „მეტი ინკლუზია ბიზნესში“ ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესებას ითვალისწინებს.

„ვფიქრობ, "ლიბერთის" გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’, - თამარ ზაქარიაძე, "ლიბერთის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა, განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე სამოქალაქო სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობასა და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს.