ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
სიკეთე გადამდებია
2014 წლიდან ბანკი მონაწილეობს სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს 22 წელზე უმცროსი ონკოლოგიური დაავადების მქონე ახალგაზრდების დახმარებაზე.
ეს დახმარება მოიცავს საზღვარგარეთ დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანადაფინანსებას, რაც საქართველოში არაა ხელმისაწვდომი (მაგალითად ღეროვანი უჯრედების გადანერგვა) და, აგრეთვე, საქართველოს ფარგლებში მკურნალობის დაფინანსება, რაც ცდება ჯანდაცვის და პირადი დაზღვევის კომპანიების პროგრამების ფარგლებს. ეს ინიციატივა გაგრძელდება 2022 წელსაც.
პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ჯამურად 950,000 ლარზე მეტი გადარიცხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის ხარჯების დასაფარად.