ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
იმოძრავე ლიბერთისთან ერთად
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 8 ივნისს ახალი პროექტი „იმოძრავე ლიბერთისთან ერთად“ დაიწყო.
60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს, კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებზე დასწრება უფასოდ შეეძლოთ.
პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურში და ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში საქართველოს წამყვანი ტრენერები სპეციალურად 60+ სავარჯიშო პროგრამებით ავარჯიშებდნენ დაინტერესებულებს.
სპორტული აქტივობები მოიცავდა აქტიურ ფიზკულტურას, იოგას, ტაი ჩისა და ქორეო თერაპიას.