ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
სოციალური ბარათების მფლობელებისთვის თვალის უფასო სკრინინგი და სპეციალური ფასები სხვადასხვა კვლევებზე
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.
განსაკუთრებული პირობებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები 2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცილებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში.
„დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები“ - გიორგი რამიშვილი, ნიუ ჰოსპიტალსის დირექტორი.