ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე"
2015 წლის 13 სექტემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში "ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“ საქველმოქმედო გალა კონცერტი გამართა. ბავშვების დასახმარებლად მსოფლიო მეგა-ვარსკვლავები - ნინო სურგულაძე, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე - ბარიტონი, ფრანჩესკა დეგო - ვიოლინო და მაესტრო დანიელე რუსტიონი გაერთიანდნენ.
ლიბერთი ბანკი საქველმოქმედო მარათონში აქტიურად ჩაერთო და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. შეგროვილი შემოწირულობებით ფონდი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება. დღეისთვის საქველმოქმედო ფონდმა „ნატვის ხე“ 25 - მდე ბავშვს დაუფინანსა მკურნალობა.