ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ისარგებლებენ
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ისარგებლებენ.
,,მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეზრუნა ჩვენს მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი ყურადღება. ეს პროექტი,‘ნიკორასთან’ ერთად, ერთი თვის წინ საპილოტე რეჟიმში დავიწყეთ, რასაც მომხმარებლის მხრიდან უაღრესად დადებითი რეაგირება მოჰყვა. დღეიდან კი, "ნიკორა სუპერმარკეტის" ყველა ობიექტზე ლიბერთის სწრაფი გადახდის ტერმინალია განთავსებული და სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელი, ბარათით გადახდისას, შეძლებს ისარგებლოს სპეციალური ფასებით. ‘ - ლევან თხელიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.
“ნიკორა ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც სოციალურად აქტიური კომპანია, ლიბერთი ბანკთან ერთად საშუალება გვეძლევა ექსკლუზიური შეთავაზება გავუკეთოთ ჩვენი საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებით სარგებლობენ. ჩვენს მიერ შერჩეულია ყველაზე საჭირო და საინტერესო პროდუქტების ვრცელი ნუსხა, რომლების შეძენაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებულ დაბალ ფასად, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის” - დავით ურუშაძე, სს „ნიკორა ტრეიდი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.