ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
2020 წლის მაისში, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2020 წლის მაისში, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი UNFPA-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს 60+ მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით.
UNFPA Georgia და FAO Georgia-სთან ერთად, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები მიმდინარეობს. პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება ავამაღლოთ გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ.
2021 წლის ბოლომდე, პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტ მეწარმე თემის ლიდერ ქალთან განხორციელდა შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში.
პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ფინანსური განათლებაა - იმ საბანკო სერვისების შესახებ ინფორმირება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში ეხმარებათ.
პორექტი დასრულდა 2022 წლის ივნისში.