ENG
ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება
ლიბერთი განათლებისთვის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადდნენ ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება „ლიბერთი“ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია ,,ლიბერთი განათლებისთვის“ - ბანკი ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას აგრძელებს ლიბერთი სოციალური საწარმო ,,ჩუ“-ს მხარდამჭერია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო MY DOC - მოძრავი კლინიკა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მზიურმცოდნე ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის CSR საბჭო UN Women ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი შშმ პირების მისაწვდომობის პროექტი დახმარება უკრაინას ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ მხარდაჭერა ჩართე შეხვედრები ახლებურად UNFPA 60+ კლუბები ცეკვის საღამოები ლიბერთისგან იმოძრავე ლიბერთისთან ერთად რესტარტი 60+ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი ჭადრაკის ჩემპიონატი 60+ თიხით ძერწვის კურსი - არტ თერაპია 60+ „მე მოხუცი არ ვარ“ - 8 მარტი ინტერნეტისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები 60+ რთველი ლიბერთის და ნიკორას საჩუქარი ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე ახალი წელი ყველასია! 2017 წლის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში დესპანები ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ - შემოგვიერთდით! სოლიდარობის ფონდი First Step Georgia ქაღალდის გადამუშავება სისხლის უანგაროდ დონაცია #13ივნისი ფილმი მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე ახმეტის ბავშვთა სახლი საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" თბილისობა 2015
ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

მასშტაბური პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს.

პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. ამჯერად, ლიბერთის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონში, კერძოდ შუახევის და ხულოს სოფლებში მცხოვრებ 1400 ბავშვს, საჩუქრად სასურველი 4000   წიგნი გადაეცა.

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა.  მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.   აჭარაში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ მიერ  წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის რეგიონის შემდეგ აჭარის მაღალმთიან რეგიონს ვესტუმრეთ. გასული ერთი წლის განმავლობაში  ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  2200-ზე მეტ ბავშვს და 63 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები.  რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ამჯერად ხულოსა და შუახევში მცხოვრები  ბავშვები დავასაჩუქრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზარდა და მომავალში  უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ ლევან ვარამაშვილი, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი.

,,მთიელი წიგნების“ შესახებ :

"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.