ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, საგანმანათლებლო პროექტი “საუბრები ვეფხისტყაოსანზე” დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, მეცნიერები და შემოქმედები ბავშვებს ‘ვეფხისტყაოსანს’ ახლებურად, საინტერესო ფორმატში გააცნობენ და შეეცდებიან უკეთ დაანახონ რუსთაველის დიდებული სამყარო.
პირველი ლექციები ‘ვეფხისტყაოსნის’ შესახებ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ჩატარდა. ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ, განიხილონ და ახლებურად აღმოაჩინონ ‘ვეფხისტყაოსანი’