ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
2022 წელს, ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტის განხორციელება.
2022 წელს, ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტის განხორციელება, რის შედეგადაც, უფროსი თაობის ადამიანებისთვის მობილური კლინიკების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო- დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება დისტანციურად.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა მოძრავმა კლინიკამ - MyDoc, ლიბერთის ექსპრეს მანქანებთან ერთად რამდენიმე რეგიონი - კასპი, დუშეთი, მცხეთა მოიარა და 346 ლიბერთის მომხმარებელს უფასო სამედიცინო სერვისები გაუწია, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური კვლევები გულ-სისხლძარღვოვან და სასუნთქი გზების დაავადებებზე.
ლიბერთის ახალი პროექტი, რომელიც უფროსი თაობის მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო.